четверг, 8 января 2009 г.


მე ვარ ანა დოთიაშვილი . წარმოშობით ვარ გორიდან, რადგანაც დავიბადე და ვიზრდები ამ ქალაქში. ეს სახელი დედას მოსწონდა ძალიან, მისი და ჩემი უფროსი დის მსჯელობისა და გადაწყვეტილების შედეგად დამერქვა სახელი ანა.
ჩემი მშობლების გადმოცემით, ჩვენს ოჯახში ამ სახელს არავინ ატარებდა. პირველად დამერქვა და ვატარებ მე.

რამდენადაც ცნობილია ,ჩემი სახელობის დღე არც ერთ რაიონში არ აღინიშნება. თუმცა დედის გადმოცემით ვიცი ისიც, რომ წელიწადში ორი რელიგიური დღესასწაულია,რომელიც ღვთისმშობელ მარიამის დედას - ანას უკავშირდება.






ანა ერქვა ჩვენს საყვარელ პოეტს.

იგი იყო დიდი ქართველი პოეტი, რუსთაველისა და გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიების ლაურეატი.

ანა კალანდაძე დაიბადა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში. 1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. ამავე წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსები, ლექსების პირველი კრებული კი 1953 წელს გამოსცა. მისმა პოეზიამ მაშინვე მიიპყრო ყურადღება. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ლექსები: "თუთა", "ჟუჟუნა წვიმა მოვიდა", "ბეთანიის გზაზე". საქართველოსა და მისი ისტორიის სიყვარული პოეტმა გამოხატა ლექსებში: "შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო", "ასეთი დარი თუ იყო მაშინ", "ღრუბლები" და სხვა. ანა კალანდაძის პოეტური სტილი სისადავითა და ჰარმონიული წყობით გამოირჩევა, რომელშიც ზომიერადაა შეზავებული არქაული და თანამედროვე სასაუბრო ინტონაცია. ქართველ მკითხველში სიყვარულით სარგებლობს მისი ლექსები: "ფეხი დამადგით", "ალავერდის დიდებულ ტაძარს", "ისევ გახსენი გული ჩემი" და სხვა.
ანა კალანდაძის პოეტური კრებულები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა სხვადასხვა ენებზე.

დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.




ანა კურნიკოვა

ანა სპორტულ ოჯახში დაიბადა, დედამისი ალა ჩოგბურთის მწვრთნელი იყო. 5 წლის ასაკიდან ანა სერიოზულად იყო დაკავებული ჩოგბურთით.

1998 წელს ანა კურნიკოვამ საპრიზო ფულის სახით 526 ათასი 633 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა, ხოლო თავისი სამწლიანი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში კი 917 ათას 437 დოლარი. მას არასდროს გაუმარჯვია ტურნირ სერიაWTA Tour–ში, მაგრამ Lipton Championship–ზე კი მსოფლიოს კლასიფიკაციაში 25–ე ადგილზე გასულმა, მან ზედიზედ მოუგო ოთხი მატჩი პირველი ათეულის მოთამაშეებს (სელეშს, მარტინესი, დევენპორტი, სანჩეს–ვიკარიო)და გავიდა ფინალში, სადაც წააგო ვენუს ვილიამსთან. 1998 წელს ივნისის ბოლოს მოიგო ერთი WTA ტურნირი წყვილთა თანრიგში მონიკა სელეშთან ერთად. ანამ მიაღწია თავის ჯერჯერობით ყველაზე მაღალ რეიტინგს და იმ მომენტისათვის ის გახდა მსოფლიოში მეათე ჩოგბურთელი.



ძალიან მიყვარს ჭადრაკი, დავდივარ კიდეც ამ სექციაზე. მიხარია, რომ ჩემს საყვარელ სპორტის სახეობაში მყავს მოსახელე.
ბარსელონაში მოღვაწე ქართველი დიდოსტატი ანა მათნაძე, გარდა იმისა, რომ ნაყოფიერ საჭადრაკო ცხოვრებას ეწევა, გარკვეული ჩინოვნიკური საქმიანობითაცაა დაკავებული .იგი კატალონიის ჭადრაკის ფედერაციაში საერთაშორისო ტურნირების ორგანიზებას და მონაწილეთა მოზიდვას კურირებს,ეხმარება მშობლიურ ფედერაციას და ნიჭიერ მოჭადრაკეებს...
ანას თაოსნობით 2005 წლის მიწურულს შეიქმნა საერთაშორისო საქველმოქმედო საჭადრაკო ორგანიზაცია ,,ჭადრაკი მშვიდობის ელჩი". ამ ორგანიზაციამ მალევე მოიპოვა პოპულარობა საერთაშორისო მასშტაბით და ძალიან ბევრი მხარდამჭერი და მომხრე გამოუჩნდა. საქართველოში ტურნირების ჩატარებაც რამდენჯერმე მოხერხდა, გამარჯვებულებს კი ასაჩუქრებდა და კატალონიაში მიავლენდა საასპარეზოდ.
მიხარია, ასეთი ღირსეული ადამიანების სახელი რომ მქვია. ვეცდები მეც გავხდე ღირსეული.